მთავარი ეს საინტერესოა როგორ იყენებენ სისასტიკეს- ავად თუ კარგად? – ნიკოლო მაკიაველის მიხედვით

როგორ იყენებენ სისასტიკეს- ავად თუ კარგად? – ნიკოლო მაკიაველის მიხედვით

ცივილიზაციის სხვადასხვა ეტაპზე, პოლიტიკურმა თეორიებმა,  ახალი სიტყვა თქვეს  და  შეცვალეს ადამიანების ხედვა  და დამოკიდებულება  არათუ პოლიტიკური თვალსაზრისით , არამედ   რაციონალური მიმართულებითაც. განსაკუთრებულ ყურადღებას, რეალიზმის  ერთგული  ქომაგი და ფუძემდებელი  ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) იპყრობს, იტალიის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე იყო იმ შეულამაზებელი რეალობის მამამთავარი, რომელიც  მოითხოვდა ფილოსოფიურ ანალიზს.  მისი ცხოვრება  ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ალბათ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მისცა ის უნარი მას ქონოდა, წინამორბედებისგან განსხვავებული  ხედვა.

მაკიაველი, რომელმაც შეძლო მედიჩების გვარის ოპოზიციონერობა, მრავალი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, არც ქონია არანაირი იმედი, რომ ის ერთ მშვენიერ დღეს შეძლებდა  რაიმე თანამდებობის დაკავებას. 1594 წელს, როდესაც  იტალიაში  ვითარება ძალიან დაიძაბა, მედიჩების განდევნის შემდეგ, სასტიკი ასკეტი  სავონაროლას  მმართველობამ  იტალიისთვის წარმატება არ მოუტანია, ის ებრძოდა როგორც მედიჩებს ასევე რომის პაპს და მათ ამქვეყნიური ღირებულებებითა და ფუფუნებით გადაცებაში სდებდა ბრალს. მისმა ფანატიზმა  იტალიას დიდი უბედურება მოუტანა, მისი გაძლება კი აღარც სასულიერო და აღარც  საერო ხელისუფლებას შეეძლო. ხალხი , რომელიც  ერთპიროვნულად მხარს უჭერდნენ მის გაბატონებას, მალევე მათვისაც აუტანელი გახდა , მისი რადიკალიზმი და გაუმართლებელი სისასტიკე. სავონაროლა  1498 წელს სიკვდილით დასაჯეს და ამავე წელს მიიღო მაკიაველმა  შემოთავაზება, მნიშვნელოვანი თანამდებობა დაეკავებინა მთავრობაში.  იგი ფლორენციის საშინაო, საგარეო და საომარი ვითარებების კურატორი  იყო, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. 1512 წელს  მედიჩების დაბრუნების  შემდეგ  მან დაკავებული თანამდებობა  დაკარგა, რის შემდეგაც ის საკუთარ მამულში გადაასახლეს, ერთი წლის შემდეგ  კი მან უმნიშვნელოვანესი საქმე დაასრულა- დაწერა ,,მთავარი“ , რომელიც  ლორენცო  ბრწყინვალის შვილიშვილს , ლორენცო  მედიჩის მიუძღვნა, ეს იყო ერთგვარი  პატიების თხოვნა და მისი მზადყოფნა სამსახურისთვის, თუმცა ახალგაზრდა მედიჩს არც ეს წიგნი წაუკითხვას და არც მაკიაველის მიმართ გამოუჩენია რაიმე  ყურადღება.

მისთვის სახელმწიფოს და მთავრის ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანი  იყო.

,,სახელმწიფოს ინტერესებს, პიროვნების ინტერესებთან მიმართებაში სრული  უპირატესობა აქვს“

,,ადამიანი  სახელმწიფოს გარეშე ვერ იცხოვრებს  ადამიანურად“.

მაკიაველისთვის მნიშვნელოვანი იყო  საკუთრების დაცვა.  თუ პლატონისთვის ადამიანური  არსებობა ნიშნავდა ზნეობრივ  არსებობას. მაკიაველი  დარწმუნებული იყო , სახელმწიფოს ინტერესები, პრინციპულად უფრო მაღლა იდგა ვიდრე თუნდაც ზნეობა.

მაკიაველს არ აწუხებდა სახელმწიფო მეთაურის ზნეობრივი სახე, არც მისი მიმართება მოქმედ სამართალთან, არც მათი სისასტიკე და გარყვნილება. მაკიაველს არ აწუხებდა არც უდანაშაულობის და არც მითუმეტეს მორალურობის პრეზუმცია. იგი რეალისტი იყო და გამოდიოდა არა იქიდან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, არამედ იქიდან, თუ როგორ იქცევიან ისინი და რა მიზნები აქვთ მათ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა თუ რას აცხადებენ  თავის მიზნად. იტალიელი მოაზროვნე, ამართლებდა ყველანაირ გზას ხელისუფლებაში მოსასვლელად  და ,,მთავარს“ არანაირი განსაზღვრულობით საზღვრავდა.

იგი  რჩევასაც  აძლევს  გარეწარს, თუ როგორ გამოიყენოს სისასტიკე ძალაუფლების შესანარჩუნებლად .

,,როგორ იყენებენ სისასტიკეს – ავად თუ კარგად?“- თუკი ბოროტების მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ,,კარგადო“ – მაშინ როცა ერთხელ მიმართავენ მას, როგორც თავდაცვის აუცილებელ  საშუალებას, შემდეგ კი, ხელს იღებენ მასზე  და  მხოლოდ  იმას  ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანონ თავის ქვეშემდგომთ. ავად იყენებენ მაშინ, როცა თავდაპირველად მხოლოდ  ნაწილობრივ  ავლენენ სისასტიკეს, შემდეგ კი დროთა განმავლობაში,  თანდათან  ზრდიან…აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ სახელმწიფოს  ხელში  ჩაგდებისას დამპყრობელმა  ერთბაშად,ერთი დაკვრით უნდა გამოიჩინოს მთელი სისასტიკე, რათა შემდეგ ყოველდღიურად  არ დასჭირდეს  მისი  გამოყენება და ამრიგად შეძლოს ხალხის დაშოშმინება  და ქველმოქმედების წყალობით  მისი გულის მოგება“.

სახელმწიფოს  შესაძლებელ ფორმებს შორის, მაკიაველის  უმჯობესად დემოკრატიული  რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ მის აუცილებლობას  არ იცავდა.

მისთვის  მნიშვნელოვანი იყო ორი პრნციპი:

  1. ,,ყოველი ადამიანი იბადება, ვითარდება და კვდება“
  2. ,,ადამიანის ბუნება ყველგან და ყოველთვის  ერთი და იგივეა“

ამიტომ ის წინამორბედების  გამოცდილების ალბათობას უშვებდა და ამართლებდა, სწორედ მეორე პრინციპის დაშვებით.

მაკიაველი ადამიანის მზაკვრულ ბუნებასაც აღიარებდა: ,, ადამიანები მზაკვრები არიან და თუ  არ აიძულებ იყვნენ კეთილნი, ისინი აუცილებლად ბოროტებად  იქცევიან.

მას ასევე პლატონის მსგავსი  შეხედულება გააჩნდა, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, მაკიაველის აზრით ძალიან მდიდრებისა და ძალიან ღარიბების  არსებობა, სახელმწიფოს სტაბილურობის მტერია.

კიდევ ერთი დებულება, რომელსაც მაკიაველი  იცავდა , არის ის, რომ ადამიანის ნება თავისუფალია.  მისი თავისუფალი ნების გადაწყვეტილების  შდეგებიც, საბოლოო ჯამში აუცილებლად  პროგრესს ემსახურება.

მაკიაველი სახელმწიფოში  კამათისა და დაპირისპრების  აცილების ორ  გზას გამოყოფდა: პირველი ეს იყო სამართლებრივად მოწესრიგებული  ქცევა, ხოლო მეორე – ძალმომრეობა.

პირველს იყენებენ- ადამიანები, ხოლო მეორეს  მხეცებიო , თუმცა იმასაც აღნიშნავდა    რომ პირველი რახან ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა, ადამიანები იძულებულნი არიან  ძალმომრეობის გზას დაადგნენ.

მაკიაველი შესაძლებელია მრვალმხრივ  განვიხილოთ და  ვიკვლიოთ მისი პოლიტიკური თუ ფილოსოფიური მიდგომები, მაგრამ  ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილე, სიკეთისა და ბოროტების გასაყარზე  როგორი იყო მისი პოზიცია .

მაკიაველი ისევე , როგორც  კანტი პავლე მოციქულის  პრინციპს ემყარებოდნენ, რომ ადამიანში ყოველთვის არის სიკეთისა და ბოროტების  ბრძოლა, რაგინდ ძალა დაკარგოს ბოროტებამ, იგი ადამიანში არასდროს გაქრება, კაცი  ზე-კაცი ვერასდოს გახდება, როგორც ამას ნიცშე ამტკიცებდა.

მაკიაველს არ დასცალდა  თავისი  იდეების განხორციელება და  მაინც სათუოა, რომ ქონოდა ყველანაირი შესაძლებლობა პრაქტიკულად ხორცი შეესხა თავისი იდეებისთვის, რამდენად შეძლებდა  იტალიის გაერთიანებას.

 

მარიამ ქობულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი