მთავარი ეკონომიკა ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურებას განაგრძნობს

ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურებას განაგრძნობს

0 655

ოფიციალური კურსით, ლარის ოთხი თეთრით გაუფასურების შემდეგ, სავალუტო ჯიხურებში ეროვნული ვალუტის კურსი კიდევ უფრო დაეცა. სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარს დილიდან უფრო ძვირად ყიდდნენ, ამ დროისთვის კი, 1 აშშ დოლარი 2 ლარი და 52-53 თეთრი ღირს, ხოლო ერთი ევროს ფასი 2 ლარი და 97 თეთრია.

ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.52 ლარიიქნება, მაშინ როცა დღეს დოლარის ფასი 2 ლარი და 48 თეთრი იყო. ასევე, 4 თეთრით გაძვირდა ევროც და მისი კურსი 2 ლარსა და 96 თეთრს გაუტოლდა.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი