მთავარი სპორტი ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე ითამაშებს

ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე ითამაშებს

0 125

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე კანადელი ვასეკ პოსპიშილი დაამარცხა. 7:6 2:6 6:3 – ასეთი ანგარიშით იმარჯვა ქართველმა ჩოგბურთელმა. ამ მოგებით ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 21 წლის ფაჯინს სუნი 6:3 7:6 დაამარცხა.

შანხაის ტურნირის საპრიზო ფონდი 5,924,890 დოლარს შეადგენს. გასულ წელს ეს ტურნირი ენდი მარიმ მოიგო.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი