მთავარი ეკონომიკა ბანკების წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 147.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 631.8 მილიონი ლარი...

ბანკების წმინდა მოგება იანვარ-სექტემბერში 147.5 მილიონი ლარით გაიზარდა და 631.8 მილიონი ლარი შეადგინა

0 222

2017 წლის იანვარ-სექტემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 147 538 მილიონი ლარით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში კი აღნიშნული მაჩვენებელი 484 277 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ბანკების შემოსავლებმა 3.152 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯებმა 2.445 მილიარდი ლარი შეადგინა.

იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 65 122 მილიონ ლარს გაუტოლდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი