მთავარი ეს საინტერესოა მსოფლიოს მახინჯ ძაღლთა ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვება მასტიფა მართამ მოიპოვა

მსოფლიოს მახინჯ ძაღლთა ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვება მასტიფა მართამ მოიპოვა

მიმდინარე წლის ივნისში, კალიფორნიის ქალაქ პეტალუმაში ჩატარებულ მსოფლიოს მახინჯ ძაღლთა 29-ე ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვება იზეიმა ნეაპოლიტანურმა მასტიფმა მართამ. 3 წლის და 56 კგ წონის მართამ უშეღავათო და დაძაბულ ბრძოლაში ჩამოიცილა ცამეტივე კონკურენტი და ჟიურის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაეუფლა მთავარ პრიზს 1500$-ს და მოგზაურობას ნიუ იორკის გადამღებ სტუდიებში, სადაც მას აქტიურად მოუწევს კამერების წინაშე პოზირება.

თავისი შეუდარებელი დაქანცული და ინფანტილური გარეგნობის წყალობით მართამ ადვილად მოიპოვა გულშემატკივრების სიმპათია და ამაყად დააბიჯებდა სცენაზე. საინტერესოა, რომ მართა მისმა პატრონმა შირლი ზინდლერმა ჯერ კიდევ პატარა ასაკში და ფაქტიურად დაბრმავებული წამოიყვანა სანტა როზას ძაღლთა თავშესაფრიდან და შვილივით გაზარდა. რომ არა იგი, ვინ იცის სად იქნებოდა დღეს მომავალი ჩემპიონი.

მეორე ადგილზე გავიდა ბრიუსელური გრიფონისა და მოპსის ნაჯვარი 16 წლის უხუცესი მო, რომელიც როგორც ფოტოსურათიდან ჩანს აშკარად უკმაყოფილო დარჩა ჟიურის გადაწყვეტილებით.

 

21443290_10212576345516760_25239235_n

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი