მთავარი უცხოეთის ამბები ჩრ. კორეას ეკრძალება ყველანაირი ტიპის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი

ჩრ. კორეას ეკრძალება ყველანაირი ტიპის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა და ჩინეთმა მხარი დაუჭირეს დასავლეთის მიერ ინიცირებულ საკითხს ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ. დღემდე ეს ორი ქვეყანა თავს იკავებდა ჩრ. კორეის მიმართ მსგავსი ტიპის პოზიციის დაკავებისაგან, მაგრამ როგორც ჩანს კიმ ჩენ ინის რეჟიმის მიერ ბოლოხანს გახშირებულმა ბირთვულმა ტესტებმა და განცხადებამ, წყალბადის ბომბის შესაქმნელად მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ მოსკოვსა და პეკინშიც შეშფოთება გამოიწვია.

რეზოლუციის მიხედვით ჩრ. კორეას ეკრძალება ყველანაირი ტიპის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი, უწესდება ლიმიტი ნედლი ნავთობის და გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტზე, რომლის რაოდენობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ბარელს. ქვეყნის ვალუტის ვონის დასუსტების მიზნით სანქციები ასევე შეეხო მსუბუქი მრეწველობის პროდუქციის ექსპორტს. აგრეთვე, ყველა ქვეყანას აეკრძალა გასცეს მუშაობის უფლება ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებზე, გამომდინარე იქიდან, რომ გზავნილები უცხო ქვეყნებიდან ვალუტის სიმყარის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი