მთავარი უცხოეთის ამბები ქარიშხალი ,,ირმა’’ აშშ-ის სანაპიროებს უახლოვდება

ქარიშხალი ,,ირმა’’ აშშ-ის სანაპიროებს უახლოვდება

კარიბის ზღვის კუნძულების გაცამტვერების შემდეგ ქარიშხალი ,,ირმა’’ ნელნელა უახლოვდება აშშ-ის სანაპიროებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე IV კატეგორიამდე შემცირდა, მაინც ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა დამანგრეველი ზიანი მიაყენოს ფლორიდასა და მის მეზობელ შტატებს. სპეციალისტების აზრით კვირის ბოლოს მისი ქარის სისწრაფემ მოსალოდნელია, რომ საათში 270 კმ-ს მიაღწიოს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ,,ირმას’’ კვალდაკვალ კარიბის ზღვისაკენ მოემართება ქარიშხალი ,,ხოსე’’, რომელიც ჯერჯერობით III კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში მისი სიმძლავრე გაიზრდება. რაც შეეხება კიდევ ერთ ქარიშხალს ,,კატიას’’, იგი მექსიკის ყურეში მძვინვარებს და ვერაკრუზის შტატის სანაპიროებს უქმნის საფრთხეს.

მიმდინარე წელი ქარიშხლების აქტივობის და სიმძლავრის კუთხით გამორჩეულია, რაც  განსაკუთრებით შეინიშნება ატლანტიკის ოკეანის წყლებში. ბევრი მეცნიერი ამას კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას უკავშირებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი