მთავარი უცხოეთის ამბები საუდის არაბეთის მეფის ბრძანებით, ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მიეცემათ

საუდის არაბეთის მეფის ბრძანებით, ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მიეცემათ

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ქალებს მიეცემათ უფლება მართონ ავტომობილი. მეფის ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა საკანონმდებლო პროცესების გავლის შემდეგ დაახლოებით 2018 წლის ზაფხულში შევა ძალაში. საუდის არაბეთის ეს გადაწყვეტილება რევოლუციურ ნაბიჯად იქნა აღქმული და დიდი გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთის პოლიტიკური წრეებისაგან. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აღფრთოვანებული შეხვდა ამ ინიციატივას, ხოლო თეთრმა სახლმა კი მას უწოდა ,,დიდი ნაბიჯი სწორი მიმართულებისაკენ’’.

შეგახსენებთ, რომ დღემდე საუდის არაბეთი რჩებოდა ერთადერთ ქვეყნად მსოფლიოში, სადაც ქალებს აკრძალული ჰქონდათ საჭესთან დაჯდომა და ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში ისინი ჯარიმებითა და თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდნენ. საუდელი სამოქალაქო აქტივისტები ათწლეულების განმავლობაში იბრძოდნენ ზემოთაღნიშნული კანონის გასაუქმებლად და ბევრი მათგან წლობით პატიმრობაშიც კი იმყოფებოდა. ბოლო წლებში მათ შეძლეს ქვეყნის სამეფო წევრების მხარდაჭერის მოპოვება ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად ვაჰაბისტი სასულიერო პირების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობისა, წარმატებით დაასრულეს ეს მრავალწლიან ბრძოლა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი