მთავარი პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: ,,ღალატში ვადანაშაულებთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ზარდიაშვილს, მდინარაძეს, საგანელიძეს”

სანდრო ბრეგაძე: ,,ღალატში ვადანაშაულებთ კობახიძეს, თალაკვაძეს, ზარდიაშვილს, მდინარაძეს, საგანელიძეს”

0 107

”ქართული მარში” საპროტესტო აქციებს, მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას და 500-კაციან ”სასიკვდილო შიმშილობას” აანონსებს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ”ქართული მარში” ხვალ გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებს.

”ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მსვლელობა დაიწყება ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისისკენ, სადაც აქცია ჩატარდება. ამის შემდეგ მსვლელობით გადავინაცვლებთ კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან და მოვახდენთ მის პიკეტირებას. ხელისუფლებამ ჩაიდინა ავაზაკობა, პირობა დაარღვია. ახლა მოტყუებით ცდილობს საკუთარი შეხედულებით გასცეს მიწა უცხოელებზე. ჩვენ ღალატში ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ვანო ზარდიაშვილს, ასევე მამუკა მდინარაძეს, დავით საგანელიძეს. ჩვენი ზომები იქნება რადიკალური. ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათა ”ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი