მთავარი პოლიტიკა სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში ხუთი ადამიანი დააკავეს

სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უკრაინაში ხუთი ადამიანი დააკავეს

0 28

10 სექტემბერს შეგინის პუნქტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა ექვსი შესაძლო ორგანიზატორისა და მოვლენებში მონაწილე 32 პირის ვინაობა დაადგინეს. 

პოლიციამ 10 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ასი ადამიანი დაკითხა.

მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი