მთავარი უცხოეთის ამბები სააკაშვილის მოლოდინში – სამხედრო ტექნიკა კრაკოვეცის საზღვართან

სააკაშვილის მოლოდინში – სამხედრო ტექნიკა კრაკოვეცის საზღვართან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოლოდინში, კრაკოვეცის საზღვართან ახლოს, საიდანაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში შესვლას გეგმავს, სამხედრო ტექნიკა განალაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას, “РИА Новости” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კრაკოვეცის საზღვრიდან 300 კილომეტრის დაშორებით სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების ექვსი ერთეული განლაგდა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს.

სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან, კარვებს შლიან და აქციისთვის ემზადებიან. პარტიაში “ახალი ძალების მოძრაობა” იმედოვნებენ, რომ მესაზღვრეები სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შემოშვების ნებას დართავენ.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი