მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია

რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია

რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია. თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრისას განხილვის ძირითადი საკითხები ეხებოდა ერაყის ქურთისტანში განვითარებულ მოვლენებს. თურქეთი შიშობს, რომ ქურთისტანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემთხვევაში სეპარატისტული მოძრაობები შესაძლოა მის ტერიტორიაზეც განვითარდეს, გამომდინარე იქიდან, რომ 14-20 მილიონამდე ქურთი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს მის ტერიტორიაზე. პრესკონფერენციისას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებენ ყველანაირი ტიპის ეკონომიკურ და სამხედრო საშუალებებს ერაყის ქურთისტანის წინააღმდეგ და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრისას აგრეთვე განხილულ იქნა სირიაში მიმდინარე მოვლენები. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში ვითარება ნელნელა სტაბილურდება და მალე ქვეყნის ხელისუფლებას მიეცემა საშუალება კონტროლი დაამყაროს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო სირიელი ხალხისათვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი