მთავარი უცხოეთის ამბები რუსეთი თურქეთს ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს მიაწვდის

რუსეთი თურქეთს ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს მიაწვდის

თურქეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი თურქეთს მიაწვდის ს-400 ტიპის ჰაერსაწინაღმდეგო სისტემის რაკეტებს. პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, შეთანხმების თანახმად თურქეთმა უკვე გადაიხადა 2.5 მილიარდი დოლარი. ერდოღანის აღნიშნული გადაწყვეტილება სავარაუდოდ პასუხია აშშ-ის და გერმანიის ნაბიჯზე თურქეთიდან პატრიოტის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გამოტანაზე.

რუსი სამხედრო ექსპერტების განცხადებით ს-400 ტიპის რაკეტებს აქვთ უნარი ერთდროულად გაანადგურონ 80 სამიზნე 400 კილომეტრის რადიუსში. საინტერესოა, რომ აღნიშნული ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა რუსეთმა ჯერ კიდევ 2015 წელს განათავსა სირიის ქალაქ ლატაკიაში არსებულ სამხედრო ბაზაზე, მას შემდეგ რაც თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა რუსული სუ-24 ჩამოაგდეს თურქეთ – სირიის საზღვარზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი