მთავარი უცხოეთის ამბები რამდენს ხარჯავს საფრანგეთის პრეზიდენტი თავის მოვლის საშუალებებში

რამდენს ხარჯავს საფრანგეთის პრეზიდენტი თავის მოვლის საშუალებებში

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტობის პირველი სამი თვის განმავლობაში კოსმეტიკასა და თავის მოვლის სხვა საშუალებებზე დახარჯა არც მეტი არც ნაკლები 26 ათასი ევრო! პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია, მაგრამ ამასთანავე აღნიშნა, რომ ისინი უფრო იაფი ,,ალტერნატივების’’ ძიებაში არიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის პირველი პირები მსგავსი ტიპის სკანდალში ეხვევიან. 2016 წელს საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ მაკრონის წინამორბედი სოციალისტი ფრანსუა ოლანდი საკუთარ პარიკმახერს ანაზღაურების სახით თვეში 10 ათას ევროს უხდიდა. ,,ყველას თმას ჭირდება შესაბამისი მოვლა’’ – ესეთი კომენტარი გააკეთა მაშინდელმა მთავრობის პრესპიკერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

21443144_10212576450519385_1271185231_n

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი