მთავარი ეს საინტერესოა მსოფლიოს უხუცესი პანდა ბასი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოს უხუცესი პანდა ბასი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩინეთში მსოფლიოს უხუცესი პანდა ბასი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბასი 4 წლამდე ტყეში, ველურ გარემოში ცხოვრობდა, სანამ გაყინულ მდინარეში არ ჩავარდა და სასიკვდილოდ განწირული მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებმა არ გადაარჩინეს. ასე აღმოჩნდა იგი ფუჯიანის პროვინციაში არსებულ პანდების კვლევისა და მოვლის ცენტრში. სახელიც იმ ხეობის მიხედვით დაარქვეს, სადაც მოსახლეობამ იპოვნა.

ბასიმ პოპულარობა მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც 1990 წელს პეკინში გამართულ აზიის თამაშების თილისმის მოდელი გახდა. ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პანდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 15 წელია. 1 წლის წინ მისი მომვლელი ქალბატონი დაიღუპა, რომელიც ბასის 27 წლის განმავლობაში უვლიდა და სავარაუდოდ ამ შემთხვევამაც მოახდინა უარყოფითი გავლენა უხუცესი პანდის ჯანმრთელობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში პანდების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და ეს ცხოველი ფაქტობრივად ქვეყნის სიმბოლოდ აღიქმება, ამიტომ ბასის სხეული მომავალში მის სახელზე აშენებულ მუზეუმში განთავსდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი