მთავარი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 11 წლის შვილთან ერთად ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 11 წლის შვილთან ერთად ბრუნდება

0 112

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 11 წლის შვილთან ერთად ბრუნდება – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, ერთ-ერთი უკრაინული არხის ეთერში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოსალოდნელი პროვოკაციების არ ეშინია.

„ისინი, ვისაც სროლა უნდათ, წინასწარ ამას არ ამბობენ. ეს ერთი და მეორე, ის სუბიექტები, რომლებსაც თქვენ ასახელებთ, რეალურად არაფერს წარმოადგენენ. ისინი სპეციალურად ამბობენ, მათ შორის პოლონელ მეგობრებთან, რომ შესაძლოა, იყოს სროლა და არეულობა, რომ არ გინდათ პრობლემები და არ გამოუშვათ სააკაშვილი, რომ თქვენთან დარჩესო. მაგრამ ვის უნდა ესროლონ? მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მივდივარ, ასევე იქნებიან ევროპარლამენტარები და პოლონეთის პარლამენტის დეპუტატები,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი