მთავარი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: ,,პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა”

მიხეილ სააკაშვილი: ,,პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა”

0 65

პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის უკრაინაში ლეგალურად იმყოფება.
„მე გუშინ მოვედი, პოლონეთის საზღვარი გადავკვეთე უკრაინის ლეგალური დოკუმენტით, პოლონელებმა შტამპი ჩამირტყეს. მერე გადავედი უკრაინელებთან, მათ პასპორტი მივაწოდე, მაგრამ მითხრეს, რომ არ აიღებენ მას. როდესაც ეს მოხდა, ხალხმა ამიყვანა და უკრაინაში ხელებზე აყვანით შემიყვანეს. პასპორტი ავტობუსში მქონდა. პოლიცია მოვიდა, გაჩხრიკა ავტობუსი და ჩემი პასპორტი მოიპარა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი ადვოკატი დღეს ლვოვში სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურს ეწვია, სადაც განაცხადი დატოვა მისთვის უკრაინის სახელმწიფოსგან დაცვის უზრუნველყოფის შესახებ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი