მთავარი მსოფლიო მექსიკაში მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა (ვიდეო)

მექსიკაში მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა (ვიდეო)

0 308

8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად მექსიკაში 6, გვატემალაში კი 1 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი. დაზიანდა შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები. მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. რამდენიმე საათში განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდა იყო.
სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა სახლებს ტოვებს. ცუნამის საშიშროებაა გამოცხადებული ასევე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა რიკაზე, ნიკარაგუაში, პანამაში, ჰონდურასსა და ეკვადორში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი