მთავარი უცხოეთის ამბები ლოს ანჯელესში ემის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

ლოს ანჯელესში ემის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

გუშინ, 17 სექტემბერს, ლოს ანჟელესის მაიკროსოფტის თეატრში გაიმართა ემის 69 ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი. კონკურსის ფავორიტი გახდა ,,მხევლის წიგნი’’ (The Handmaid’s Tale), რომელმაც 5 კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის: საუკეთესო დრამატული სერიალი, საუკეთესო მსახიობი ქალი (დრამა) – ელიზაბეტ მოსი და საუკეთესო მსახიობი ქალი (დრამა) მეორეხარისხოვანი როლისთვის -ენ დოუდი.

მინისერიების კატეგორიაში საუკეთესოდ დასახელდა ,,დიდი პატარა ტყუილები’’ (Big Little Lies), რომელმაც პრიზები მოიპოვა ასევე შემდეგ კატეგორიებშიც: მინისერიებში საუკეთესო მსახიობი ქალი – ნიკოლ ქიდმანი და საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის – ლორა დერნი.

დანარჩენი კატეგორიები შემდეგნაირად განაწილდა:

საუკეთესო კომედიური სერიალი – ,,ვიცე პრეზიდენტი’’(Veep).

საუკეთესო მსახიობი კაცი (კომედია) – დონალდ გლოვერი ,,ატლანტა’’ (Atlanta).

საუკეთესო მსახიობი ქალი (კომედია) – ჯულია ლუის დრეიფუსი ,,ვიცე პრეზიდენტი’’ (Veep).

საუკეთესო მსახიობი კაცი (დრამა) – სტერლინგ ბრაუნი ,,ეს ჩვენ ვართ’’ (This is us).

საუკეთესო მსახიობი კაცი (მინისერიები) – რიზ აჰმედი ,,ერთ ღამეს’’ (The night of).

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი