მთავარი უცხოეთის ამბები კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ მოდელს, ნატალია კოშელს, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

კიევში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ მოდელს, ნატალია კოშელს, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

კიევში გუშინ მომხდარი აფეთქებისას დაშავებულ ნატალია კოშელს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. გამოცემები წერენ, რომ ნატალია კოშელი, რომელიც გუშინ საღამოს საქართველოს მოქალაქე, თემურ მახაურთან ერთად გადაადგილდებოდა და რომლის კუთვნილი ავტომობილიც ააფეთქეს, „დიორის“ ყოფილ სახე და მოდელია.

დაშავებულის პირადი ექიმის, დიმიტრი მისნიაკოვის განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აქვს, კერძოდ კი, დამწვარი აქვს სხეულის ნაწილი, დაზიანებული აქვს ორგანოები და ასევე აქვს სხვადასხვა სახის მოტეხილობები. ექიმის განცხადებით, დაზიანებები სერიოზულია და რთულია რაიმეს პროგნოზირება.

შეგახსენებთ, რომ ტოიოტას მარკის ავტომობილი გუშინ კიევის ცენტრში, ბესარაბიის მოედანთან, ააფეთქეს. შედეგად ერთი ადამიანი, ეროვნებით ჩეჩენი, თემურ მახაური დაიღუპა, რომელიც ასევე “რუსლან პაპასკირის” სახელითაა ცნობილი.

აფეთქების დროს დაშავდა მანქანაში მყოფი ქალი, რომელიც, მედიის ცნობით, ცნობილი მოდელია, ბავშვი კი უვნებელი გადარჩა.

koshel4

თემურ მახაური დონბასში ჩეჩნური ბატალიონის რიგებში იბრძოდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, რადგან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, პირადი მტერი იყო.

მახაურის მკვლელობის მიზნით წარსულში მასზე სამი თავდასხმა განხორციელდა. თემურ მახარური, სავარაუდოდ, ლაფანყურის ოპერაციის მონაწილეც იყო.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი