მთავარი ეკონომიკა ივლისის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ 19.5 მილიარდი ლარის სესხია გაცემული

ივლისის მონაცემებით კომერციული ბანკების მიერ 19.5 მილიარდი ლარის სესხია გაცემული

0 579

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, 19.5 მილიარდი ლარის სესხია გაცემული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის თანახმად, ივლისის მდგომარეობით 3.7 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხი გაიცა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 3.9 მილიარდი ლარის.

საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა იპოთეკური სესხები. კერძოდ, 2017 წლის ივლისის მონაცემებით, 4.4 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული, მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 2.8 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, ივლისის მონაცემებით, ბიზნესზე გაცემულმა სესხებმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.2 მილიარდი ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი – 1.6 მილიარდი ლარი ენერგეტიკაზეა გაცემული; 0.8 მილიარდი მშენებლობაზე; ხოლო 0.5 მილიარდი ლარი გაიცა ვაჭრობაზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი