მთავარი პოლიტიკა თეა წულუკიანი: ,,დღეს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს”

თეა წულუკიანი: ,,დღეს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს”

0 54

დღეს პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი აღარავის აინტერესებს, მათ შორის არც მის ახლანდელ თანაგუნდელებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, ვისთვისაც საინტერესოა სააკაშვილი, არის საქართველოს მთავარი პროკურატურა.
თეა წულუკიანის თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ 1 სექტემბერს მიმართა და ამჟამად საქართველო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება.
„ჩვენი მხრიდან გადავუგზავნეთ ყველანაირი დოკუმენტაცია, დოკუმენტაცია არის გასწორებული და დანარჩენი უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს-„ -განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი