მთავარი საზოგადოება ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად აირჩიეს

ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალურ მდივნად აირჩიეს

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს.

UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს.

ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი