მთავარი ფესტივალი ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის ვინაობა ცნობილია

ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის ვინაობა ცნობილია

0 126

გუშინ, 9 სექტემბერს, გაირკვა ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული ფილმის ვინაობა. მთავარი პრიზი ოქროს ლომი გადაეცა მექსიკელ რეჟისორს გილერმო დელ ტოროს ფილმისათვის ,,წყლის ფორმა’’. ეს არის რომანტიკული ფენტეზის ჟანრის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მთავრობის გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში მომუშავე მარტოხელა ქალის შესახებ, რომლის ცხოვრებაც კარდინალურად შეიცვლება მას შემდეგ რაც გასაიდუმლოებული ექსპერიმენტების შედეგად შექმნილი არსება შეუყვარდება.

გილერმო დელ ტორომ მიღებული ჯილდო ყველა ლათინო ამერიკელ რეჟისორს მიუძღვნა, ვინც ფენტეზის ჟანრის ფილმებზე მუშაობით არის დაკავებული და დაარწმუნა ისინი, რომ მსგავსი სიუჟეტის ფილმებით არის შესაძლებელი სინემატოგრაფიის მწვერვალების დაპყრობა.

 

დანარჩენი პრიზები კი ასე განაწილდა:

დიდი ჟიურის პრიზი – სამუელ მაოზი ,,ფოქსტროტი’’.

ვერცხლის ლომი, საუკეთესო რეჟისორი – ხავიერ ლეგრანდი ,,მეურვეობა’’.

საუკეთესო მსახიობი ქალი – შარლოტ რემპლინგი ,,ჰანა’’.

საუკეტესო მსახიობი კაცი – კამელ ელ ბაშა,,შეურაცყოფა’’.

საუკეთესო სცენარი – მარტინ მაკდონაჰი ,,სამი ბილბორდი ებინგის გარეთ’’.

ჟიურის სპეციალური პრიზი – ვარვიკ ტორნტონი ,,ტკბილი ქვეყანა’’.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი