მთავარი უცხოეთის ამბები დღეიდან, რუსეთისა და ბელორუსის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ,,ზაპად 2017’’ დაიწყო

დღეიდან, რუსეთისა და ბელორუსის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ,,ზაპად 2017’’ დაიწყო

დღეიდან,  რუსეთისა და ბელორუსის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ,,ზაპად 2017’’ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 12 700 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს. აქედან 7200 ბელარუსი და 5500 რუსი სამხედრო. ცოცხალ ძალასთან ერთად წვრთნებში ჩართული იქნება 680 სამხედრო მანქანა, მათ შორის 250 ტანკი. რაც შეეხება საჰაერო ძალას, დაახლოებით 70 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების არეალი მოიცავს ბელარუსს, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კალინინგრადს და მიმართულია ბალტიისპირეთიდან და პოლონეთიდან მოსალოდნელი საფრთხის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსახორციელებლად.

წვრთნებთან დაკავშირებით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები უკრაინა – რუსეთის საზღვარზე. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით ,,ზაპად 2017’’შესაძლოა იყოს მოსამზადებელი ეტაპი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე შესაჭრელად. წვრთნების მიმდინარეობას ყურადღებით ადევნებს თვალს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც. ნატოს პრესპიკერის ოანა ლუნგესკუს განცხადებით ორგანიზაცია გეგმავს გააგზავნოს ორი ექსპერტი, რომლებიც ადგილზე დააკვირდებიან რუსეთ – ბელარუსის ერთობლივ წვრთნებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი