მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ეს არის სეზონური მოვლენა

დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ეს არის სეზონური მოვლენა

0 151

„ლარის სტაბილურობას რაც შეეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსის ცვალებადობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის გუშინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„პარლამენტის სხდომა გუშინ დაიწყო სპეკულაციით, თუმცა სხვა მოლოდინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან არ არსებობს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, სრული ინფორმაცია იყოს მიწოდებული – ხაზინის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებულ თანხებზე მინდა მივაწოდო ინფორმაცია. დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმდენივე თანხებით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა მთლიან ფულის მიწოდებაზე. თვითონ რიცხვებს რომ დავუბრუნდე, პირველი 8 თვის განმავლობაში საგადასახდელო ბალანსში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს, ძალიან კარგად გვეზრდება ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები, ჯამურად 700 მლნ დოლარით არის გაუმჯობესებული აღნიშნული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. თვითონ სტაბილურობას რაც ეხება, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, სადღაც 15-20 აგვისტოდან დაიწყო აღნიშნულმა გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა მე ამ წუთში ვაფასებ ამას, როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე განმარტებით, 2015-16 წლებში ფულადი მასა მცირდებოდა, თუმცა კურსი უფასურდებოდა, აქედან გამომდინარე, ამას არ აქვს პირდაპირი გავლენა კურსზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი