მთავარი უცხოეთის ამბები აფეთქება კიევში, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა – ვიდეოკადრები

აფეთქება კიევში, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე დაიღუპა – ვიდეოკადრები

უკრაინაში, კიევში აფეთქებას საქართველოს მოქალაქე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მაქაური ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შს სამინისტრომ დაადასტურა. აფეთქების მომენტი ერთ-ერთი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა.

კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ჩეჩნების მოხალისეთა ბატალიონ „შეიხ მანსურის“ წევრი, თემურ მახაური დაიღუპა. 

შემთხვევა ბესარაბიის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. „შეიხ მანსურის“ მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს შეიქმნა და დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

უკრაინულ მედიასთან საუბარში დაღუპულის ერთ-ერთ მეგობარი აცხადებს, რომ მახაური რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო და საქართველოს ტერიტორიაზე ორჯერ სცადეს მისი აფეთქება. მსხვერპლის ახლობლები ასევე ამბობენ, რომ არსებობს რუსული კვალი და შესაძლოა, ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. 

აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა ავტომობილში მჯდომი თემურ მახაურის მეუღლე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი