მთავარი სამართალი ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო

ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო

0 131

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი უცნობია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე იყო ჩანიშნული. სპორტსმენის დედა ელოდა, რომ დღეს მის შვილს გაათავისუფლებდნენ.

37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში, ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად დააკავეს.

ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და რამდენიმე სახის თაღლითობის ბრალდებები.

წინასწარი მოსმენის დროს, სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი” იყო ბრუკლინში.

ავთანდილ ხურციძე ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი