მთავარი სამართალი ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს წარედგინება

ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს წარედგინება

0 202

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, მერიის უშტატო თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ბრალი დღეს, დღის მეორე ნახევარში წარედგინება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მოდულის შენობაში მოინახულა.როგორც მან ჟურნალისტებს „მოდულის“ შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ოთარ აბესაძე ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დამამშვიდებელი აქვს მიღებული.

„ბრალი მისთვის არ წარუდგენიათ შესაბამისად, არანაირი ბრალის აღიარებაზე საუბარი არ არის. მას მიცემული აქვს დამამშვიდებელი წამლები, ვინაიდან მასთან ახლა ექიმია. აბესაძესთან ​დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. იმყოფება ძალიან აღელვებულ მდგომარეობაში.

13 ივლისს, დღის პირველ ნახევარში აუცილებლად მოხდება ბრალის წარდგენა. შემდგომ უკვე საქმე გადაინაცვლებს სასამართლოში. შესაძლებელია, 13 ივლისს მოხდეს სასამართლოზე მისი პირველი წარდგენა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

თბილისის მერიის უშტატო თანამშრომელს და საკრებულოში მერის ყოფილ წარმომადგენელს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ოთარ აბესაძე სუს-მა 12 ივლისს დააკავა. 

საგამოძიებო მასალების მიხედვით, საქმე ეხება მტკვარზე კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მოქალაქეებს მერიიდან შესაბამისი ნებართვების სწრაფად გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 დოლარი აიღო.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი