მთავარი პოლიტიკა გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა (ვიდეო)

გიორგი მღებრიშვილი შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა (ვიდეო)

0 487

გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი ანდერს იგემანი და შვედეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია.

საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას – „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომლის საფუძველზეც საპოლიციო სფეროში საქართველოს და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

საქართველოს შს მინისტრმა შვედეთის სამეფოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა შვედეთის სამეფოში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, რომელიც შვედეთის ეროვნულ პოლიციასთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეების დანიშვნამ პოზიტიური შედეგები მოიტანა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით.

16473609_1002083536560312_7763646112651544535_n

საქართველოს შს მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროპოლის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარებაზე. „ევროპოლის ფარგლებში, ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა დაეფუძნება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის პროექტი ევროპის პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება,“- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

შვედეთის სამეფოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ეროვნული პოლიციის კომისრის მოადგილე, მეტს ლოფვინგი და შვედი სამართალდამცველები საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს – „112“-ს ეწვევიან.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი