მთავარი მსოფლიო ტრამპის განკარგულებით, საზღვარზე 11 ლტოლვილის დაკავებას საპროტესტო აქცია მოჰყვა

ტრამპის განკარგულებით, საზღვარზე 11 ლტოლვილის დაკავებას საპროტესტო აქცია მოჰყვა

ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დონალდ ტრამპის განკარგულების შედეგად საზღვარზე 11 ლტოლვილის დაკავებას საპროტესტო აქცია მოჰყვა.

აქციის მონაწილეები იძულებით გადაადგილებული პირების ქვეყანაში შეშვებას მოითხოვდნენ და სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

საპროტესტო აქცია გაიმართა ლოს-ანჯელესის აეროპორტშიც. მედიის ინფორმაციით, აქ სულ მცირე 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპის განკარგულების ძალაში შესვლის მომენტიდანვე, ერაყისა და იემენის მოქალაქეები ქაიროს აეროპორტში, ნიუ-იორკის რეისზე არ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოქმედი ვიზები გააჩნდათ.

პრეზიდენტის დადგენილება ერაყის, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალისა და სუდანის მოქალაქეებს ეხებათ და მათ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი