მთავარი მსოფლიო ტრამპის ბრძანების გამო ოსკარზე ნომინირებული ირანელი რეჟისორი ცერემონიას, შესაძლოა, ვერ დაესწროს

ტრამპის ბრძანების გამო ოსკარზე ნომინირებული ირანელი რეჟისორი ცერემონიას, შესაძლოა, ვერ დაესწროს

0 744

ოსკარზე ნომინირებული ირანელი რეჟისორი დაჯილდოების ცერემონიას დონალდ ტრამპის განკარგულების გამო, შესაძლოა, ვერ დაესწროს, ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს.

აშარ ფარადი საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაშია წარდგენილი ფილმისათვის The Salesman (გამყიდველი).

3C99933900000578-4167124-image-a-3_1485621854142

მისი სამშობლო ირანი ერთ-ერთია იმ შვიდ ქვეყანას შორის, რომელსაც ტრამპის ბრძანების საფუძველზე, 90 დღის განმავლობაში ვიზების გაცემა აეკრძალა, ხოლო მის მოქალაქეებს ამერიკაში ჩასვლა.

ამ თემაზე რეჟისორს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია, ამიტომ უცნობია, რის გაკეთებას გეგმავს ის.

როგორც ირანის ამერიკული საბჭოს პრეზიდენტმა ტრიტა პარსიმ „ტვიტერზე“ დაწერა, ფარადის ამერიკაში არ შეუშვებენ.

3C998FF500000578-4167124-image-a-19_1485622113380

ოსკარების დაჯილდოების 89-ე ცერემონია ლოს ანჯელესში 26 თებერვალს გაიმართება.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ს ვიზის, მწვანე ბარათის მფლობელებსა და დევნილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. ეს ეხება შვიდ სახელმწიფოს, მათ შორის ირანს.

3C93A75E00000578-4165696-image-a-64_1485557729015

დღეს შვიდი მიგრანტი – ექვსი ერაყიდან და ერთი იემენიდან კაიროში გააჩერეს, როდესაც აშშ-ში გამგზავრებას გეგმავდნენ. ამას გარდა, ორი ერაყელი ნიუ იორკის კენედის სახელობის აეროპორტში დააკავეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი