მთავარი სამართალი საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 57 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 883 ფაქტი გამოვლინდა...

საპოლიციო კონტროლის დროს სისხლის სამართლის 57 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 883 ფაქტი გამოვლინდა (ვიდეო)

0 485

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, “პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის” შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
2017 წლის 26-27 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) – 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ის 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) – 2 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 5 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ის 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი დააკავა. დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) – 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) – 9 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) – 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 173-ე და 166-ე მუხლები) – 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი