მთავარი უცხოეთის ამბები „ოუშენის რვა მეგობარი ქალი“ – პირველი ოფიციალური ფოტო

„ოუშენის რვა მეგობარი ქალი“ – პირველი ოფიციალური ფოტო

ვრცელდება პირველი ოფიციალური ფოტო ფილმიდან „ოუშენის რვა მეგობარი ქალი“ – წერს Entertainment Weekly. 

გავრცელებულ ფოტოზე ვხედავთ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ – სანდრა ბულოკი, კეიტ ბლანშეტი, რიანა, ენ ჰეთევეი, ჰელენა ბონემ კარტერი, მინდი კეილინგი, სარა პოლსონი, ნორა ლამი, რომელიც ცნობილია, როგორც Awkwafina. ქალები ნიუ იორკის მეტროში არიან გადაღებული. 

ფილმის სიუჟეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ რვა მეგობარი ქალი აპირებს, საუკუნის ძარცვა მოაწყოს Met Gala-ზე.

პირველად ფილმი დენი ოუშენისა და მისი ათი მეგობრის შესახებ რეჟისორმა ლუის მაილსტოუნმა 1960 წელს გადაიღო. 2001 წელს კი, სტივენ სოდერბერგმა გადაიღო რიმეიქი ჯორჯ კლუნისა და ბრედ პიტის მონაწილეობით. ამ ფილმს ორი სიქველიც მოყვა. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი