მთავარი საზოგადოება სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს

სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს

ურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აუცილებელია ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ.

სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მათ პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია უვნებლობის სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებზე.

პარალელურად, მომხმარებლის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლსაც.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი