მთავარი მსოფლიო რომის პაპი: მედია მუდმივად საშინელებებსა და სკანდალებზე არ უნდა ყვებოდეს

რომის პაპი: მედია მუდმივად საშინელებებსა და სკანდალებზე არ უნდა ყვებოდეს

0 601

მედია მუდმივად საშინელებებზე არ უნდა ყვებოდეს, თუნდაც ეს საშინელება სიმართლე იყოს,-ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რომის პაპმა ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციის მომატების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მედიას ამ თვალსაზრისით „ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია“.

„ვფიქრობ, მედია გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს და კოპროფაგიის დონეზე არ უნდა დაეცეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-განაცხადა რომის პაპმა ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია, თუ მედია მათ მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწვდის და ფაქტის სრულ სურათს არ აჩვენებს.

ამ განცხადებით რომის პაპი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, თუმცა ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ახალი ამბები მალევე წაშალეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-მა ალგორითმის ტესტირება დაანონსა, რომელიც დეზინფორმაციას გამოაშკარავებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი