მთავარი მსოფლიო რომის პაპი: მედია კოპროფაგიის დონეზე არ უნდა დაეცეს

რომის პაპი: მედია კოპროფაგიის დონეზე არ უნდა დაეცეს

0 452

რომის პაპმა ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციის მომატების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მედიას ამ თვალსაზრისით „ყველაზე ცუდი ზიანის მოტანა შეუძლია“,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ვფიქრობ, მედია გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს და კოპროფაგიის ( Coprophagia – ადამიანებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის ფონზე საკუთარი, ან სხვისი ფეკალური მასების ჭამა და ცხოველებში, ბევრ შემთხვევაში ნორმატიული გამოვლინებაა) დონეზე არ უნდა დაეცეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-განაცხადა რომის პაპმა ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია, თუ მედია მათ მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწვდის და ფაქტის სრულ სურათს არ აჩვენებს.

ამ განცხადებით რომის პაპი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, თუმცა ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ახალი ამბები მალევე წაშალეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-მა ალგორითმის ტესტირება დაანონსა, რომელიც დეზინფორმაციას გამოაშკარავებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი