მთავარი საზოგადოება ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE გაძლვთ საუკეთესო შანსს

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE გაძლვთ საუკეთესო შანსს

ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა ISIE გაძლვთ საუკეთესო შანსს – გახდეთ ახალგაზრდების განვითარების რიგით V ინგლისურენოვანი კონგრესის დელეგატები და მიიღოთ მონაწილეობა კონგრესის თემატიკიდან გამომდინარე გამართულ კონკურსში. თემაა სტერეოტიპების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონგრესის მხარდამჭერია “YMG-შენია მედია გუნდი“  და  ,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის ” პრეზიდენტი მარიამ ქობულია, რომელიც ასევე იქნება კონგრესის ჟიურის წევრი. სპონსორები არიან  კომპანია ნატახტარი, თი-ბი-სი ბანკი, არასამთავრობო ორგანიზაცია ’’რადარამი“
2016 წელს კონგრესს ინოვაციური ფორმატი ექნება !


>> პირველ დღეს დელეგატები მოისმენენ მოწვეული სპიკერების მოხსენებებს და თავადაც ჩაერთვებიან დისკუსიაში. სპიკერებად მოწვეულები არიან საქართველოს ახალგაზრდული წარმომადგენელი გაეროში თათია დოლიძე, ევროპულ-ქართული ინსტიტუის პრეზიდენტი. მეორე დღეს კი ჯგუფური სამუშაოს შესრულებით დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას .
>>გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს მოწვეული ჟიური . მარიამ ქობულიასთან ერთად ჟიურის წევრები იქნებიან, თი-ბი-სი ბანკის პიარ-მენეჯრი სოფო კვინტრაძე და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თსუსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორი მარიამ ჯიქია .


კონგრესი გაიმართება 24-25 დეკემბერს 13:00სთ-დან 17:00სთ-მდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტრტში.
——————————————————————–
აპლიკაციების მიღება შეწყდება 16 დეკემბერს 16:00 საათზე
————————————————-

 რეგისტრაციის გავლა დღესვე შეგიძლიათ: —->>> https://goo.gl/forms/lG2asbFp5h9D3kQT2

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი