მთავარი მსოფლიო ინდონეზიაში მიწისძვრას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდონეზიაში მიწისძვრას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 484

ინდონეზიაში, აკეს პროვინციაში მომხდარ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 52 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში ათობით ადამიანი იმყოფება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 80-ზე მეტი ადამიანი.

კუნძულ სუმატრაზე სტიქიამ შენობების მასობრივი ნგრევა გამოიწვია.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტო ცუნამის საფრთხეს გამორიცხავს. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი