მთავარი მსოფლიო ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე იმსჯელებენ

0 450

ევროკავშირის საბჭოში მუდმივი წარმომადგენლები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ.

თუ ელჩები ამჯერად მაინც შეთანხმდებიან, ამ საკითხზე მსჯელობა ხვალ უკვე ევროპარლამენტში სამოქალაქო თავისუფლებისა და მართლმსაჯულების კომიტეტში გაგრძელდება.

ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებით უვიზო მიმოსვლა პირდაპირ კავშირშია დროებითი შეჩერების მექანიზმთან და უვიზო მიმოსვლაც ამ მექანიზმის ძალაში შესვლის პარალელურად ამოქმედდება.

დღევანდელ შეხვედრას ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელიც დაესწრება.

„საქართველოს გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ძალაში აუცილებელია შეჩერების მექანიზმზე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ერთმანეთზე დამოკიდებული. ეს არის განხილვის ბოლო სტადიაში, თუ როგორ ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი“, – აცხადებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი