მთავარი სამართალი გოგლა ჟვანია:,, ჩვენ მიჩვეული ვართ სააკაშვილის სამართალს, როცა სამ დღეში სრულდებოდა გამოძიება”

გოგლა ჟვანია:,, ჩვენ მიჩვეული ვართ სააკაშვილის სამართალს, როცა სამ დღეში სრულდებოდა გამოძიება”

0 653

“ჩემი ძმის საქმე პროცესუალურად არის საკმაოდ რთული, ჩასატარებელია რთული საგამოძიებო მოქმედებები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანია თვლის, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმე ერთ-ერთი რთულია იმ საქმეთა შორის, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ გამოსაძიებელი გახდა. გოგლა ჟვანია იხსენებს, თუ რას პასუხობდნენ მას გამომძიებლები ძმის დაკრძალვიდან მეორე დღეს.
„დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მივედი საქმის გამომძიებელთან, რომელმაც მომიყვა ვერსია, თუ როგორ შევიდა ზურა სუპერმარკეტში და იყიდა ძეხვი და წვენები, შემდეგ როგორ ჩაჯდა მანქანაში და როგორ გააგრძელეს გზა საბურთალოს ქუჩისკენ, ეს ყველაფერი, რასაც მიყვებოდნენ, ხდებოდა ღამის თორმეტ საათზე და აღნიშნული მაღაზია კი 10-ზე იკეტებოდა. შემდეგ გაჩნდა საქმეში უკვე დამატებითი ვერსია, რომ ჩემს ძმას მუსხელიშვილის ქუჩის კვეთაზე შეუძენია პროდუქტი.
ზურას საქმე ერთ-ერთი რთულია სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარ საქმეებს შორის. ჩვენ მიჩვეული ვართ სააკაშვილის რეჟიმის სამართალს, როცა 4 დღეში სრულდებოდა გამოძიება. საგულისხმოა, რომ გავიდა წლები და განადგურებული და გაყალბებულია მტკიცებულებები, ამიტომ საქმის დასრულება რთული და გრძელი პროცესი იქნება,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი