მთავარი უცხოეთის ამბები ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში. მიწისქვეშა ბიძგებმა 7.3 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქია ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამთენიისას, ადგილობრივი დროით 6 საათზე დაფიქსირდა. მოგვიანებით კი განმეორებითი ბიძგების სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.

წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. 2 ათასამდე ოჯახს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.

არსებობს ძლიერი ცუნამის წარმოქმნის საფრთხე. ხელისუფლება სანაპიროს მცხოვრებლებს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ცუნამის პირველი ტალღები, რომელთა სიმაღლეც 60 სმ შეადგენდა, იაპონიის სანაპიროს სტიქიიდან 60 წუთში მიუახლოვდა, მეორე ტალღამ კი უკვე 90 სმ შეადგინა. პროგნოზირებენ 3-მეტრიან ტალღებსაც.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი