მთავარი სპორტი ქართველი სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

0 847

საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების წევრი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მან სოფიაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 25 წლის ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში ოთხგზის ჩემპიონი იერბოლატ ბაიბატიროვი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
დღესვე 74 კგ. წონით კატეგორიაში სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა, რომელსაც მსოფლიოს პირველობაზე დებიუტი ჰქონდა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე–ჩემპიონი გახდა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი