მთავარი რეგიონი პოლონელი და ჩეხი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

პოლონელი და ჩეხი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ჩეხ და პოლონელ ტუროპერატორებს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები გააცნეს. პრეზენტაციას, რეგიონში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადენლებიც დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ ქართველმა და უცხოელმა ტუროპერატორებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჩეხი და პოლონელი ტუროპერატორები აჭარაში ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით 21 ნოემბერს ჩამოვიდნენ და 24 ნოემბრამდე დარჩებიან. ტუროპერატორების ჯგუფს ხელმძღვანელობს პოლონეთში ქობულეთს დამეგობრებული ქალაქის პიეკარი შლონცკეს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი დარიუს გაცეკი. ვიზიტის მიზანია ქობულეთის ტურისტული პოტენციალისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის გაცნობა. სამი დღის განმავლობაში სტუმრები ქობულეთში არქეოლოგიურ ნაქალაქარს, ისპანის დაცულ ტერიტორიას, მუზეუმს, ციცინათელას, ბლექ სი არენას, ღვინის სახლსა და სხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი