მთავარი უცხოეთის ამბები ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქის რამდენიმე რაიონი დაიკავეს

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქის რამდენიმე რაიონი დაიკავეს

ერაყის სპეცდანიშნულების რაზმებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი ქალაქის, მოსულის ექვსი რაიონი დაიკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ერაყის ანტიტერორისტულ სამსახურში განაცხადეს, რომ „ბოევიკები“ რამდენიმე რაიონში ალყაში არიან მოქცეულები და მათი განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.
მანამდე ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის გარშემო რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. მოსული სტრატეგიულადაც ძალზე მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტია, ვინაიდან, ის, მდინარე ტიგროსის სანაპიროზე მდებარეობს.
ეს ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი იყო ერაყსა და სირიაში, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს’ „ბოევიკები“ აკონტროლებდნენ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი