მთავარი საზოგადოება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისში.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს. მათ პირველი ფაზის მიმდინარეობა შეაფასეს.

შეხვედრის მონაწილეები სამომავლო გეგმებსა და პრევენციის გზებზე მსჯელობენ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილიდან დაიწყო. ამ დროისთვის 20 ათასამდე ბენეფიციარი მკურნალობს.

“ჩვენ ორი დღის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად შევაფასოთ მიმდინარე პროექტი, გამოვყოთ მისი მიღწევები, ის წერტილები, რომელსაც გაძლიერება სჭირდება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი