მთავარი საზოგადოება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დღეს გამართულ სხდომაზე შეაჯამა.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:

№5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27.11% / 27 მანდატი

№8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01% / 6 მანდატი

№41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 48.68% / 44 მანდატი

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ:

№3-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაზა ხუციშვილი

№4-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – მამუკა მდინარაძე

№5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ნინო გოგუაძე

№14-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი ვოლსკი

№25-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ირაკლი შიოლაშვილი

№31-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – სავალან მირზოევი

№32-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოდერძი ჩანქსელიანი

№33-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი

№34-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – კახაბერ ოქრიაშვილი

№35-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – რუსლან გაჯიევი

№38-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ზაქარია ქუცნაშვილი

№40-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გიორგი თოთლაძე

№45-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გედევან ფოფხაძე

№46-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ენზელ მკოიანი

№50-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ელგუჯა გოცირიძე

№53-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე

№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ ლილუაშვილი

№55-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გრიგოლ მიქელაძე

№57-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ცოტნე ზურაბიანი

№58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე

№59-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – არჩილ თალაკვაძე

№62-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ოთარ დანელია

№73-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე

დღესვე, ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ №36-ე და №66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა. 30 ოქტომბერს №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

23 ოქტომბრის სხდომაზე, ცსკ-მ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შეუალედური არჩევნების შედეგები:

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 ქეთევანი მამულაშვილი

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №5 ისნის საარჩევნო ოლქის №05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 ზურაბი ქადაგიძე

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 გულია გოცირიძე

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №25 წალკის საარჩევნო ოლქის №25.23 ბერთას სოფლის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 დავით კვარაცხელია

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №56 ჭითურის საარჩევნო ოლქის №56.12 სვერის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 ვახტანგ ცუცქირიძე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №63.09 პირველი მაისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 იაგო თოდუა

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.01.03 ზუგდიდის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 თაზო ფაცაცია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი