მთავარი პოლიტიკა შს მინისტრის მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს

შს მინისტრის მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, პირველ კომენტარს აკეთებს

0 1046

შს მინისტრის პირველი მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის, განცხადებით, უწყებამ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

ამის შესახებ ამირანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ ეტაპზე მომხდარის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო მოქმედება და უახლოეს პერიოდში ვეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება,“ – აცხადებს ბესიკ ამირანაშვილი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი