მთავარი პოლიტიკა ირაკლი ოქრუაშილმა ინციდენტის წახალისებაში კახა კალაძის ცოლის ძმა დაადანაშაულა

ირაკლი ოქრუაშილმა ინციდენტის წახალისებაში კახა კალაძის ცოლის ძმა დაადანაშაულა

0 864

გვიანობამდე გაგრძელდა გორში მომხდარ ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა. ის დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი აღარ გაუკეთებია.

გორის პოლიციაში მისვლამდე კი მან დეტალურად ისაუბრა ინციდენტზე და მომხდარის წახალისებაში კახა კალაძის ცოლის ძმა დაადანაშაულა.

“დღეს ერთ-ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ მას გარკვეული დაუსჯელობის სინდრომი გააჩნდა და იარაღით, ჩვეულებრივ გადაადგილდებოდა ქალაქში. ამ ადამიანების საარჩევნო პროცესში ჩასმა, ზოგადად, ხელდასმული და ნებადართული იყო კახა კალაძის ცოლის ძმის მიერ, რომელიც არა ერთხელ იყო გორში ჩამოსული, ამ ადამიანებს ხვდებოდა, განსაკუთრებით მათ, ვინ ციხიდან ახალი გამოსული იყო, ციხეში იყო ნამყოფი და მათ თხოვდა ჟარგონს თუ ვიხმართ „ქუჩის პალაჟენიის დაყენებას,“ – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილმა ასევე მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაჭრის ფაქტი ადეკვატურად შეაფასონ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი