მთავარი საზოგადოება თანამედროვე 10 ახალი ავტობუსი თბილისს

თანამედროვე 10 ახალი ავტობუსი თბილისს

“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N 61 ხაზზე გავა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.

”მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები არის გარემოსთვის უსაფრთხო. ეს არის ბუნებრივ გაზზე მომუშავე ევროექვსის მარკის ავტობუსები, რომელიც არის ყველაზე მაღალი კლასის საქალაქო ავტობუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, ავტობუსებში იქნება გათბობისა და კონდიცირების სისტემა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ახალი ავტობუსებისთვის სასესხო რესურსი – 27 მილიონი გამოყო EBRD-მა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P-მ 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, 143 ავტობუსი თებერვლის ბოლომდე შემოვა თბილისში. დავით ნარმანიას თქმით, 13 ავტობუსი შემოვა იანვარში, 60 – თებერვალში, 60 ავტობუსი – მარტში. 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი